ცოდნის გაზიარება ყოველთვის მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა — ჯერ საქართველოში, ბათუმის მე-18 რუსულ საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობის დროს, ხოლო დღეს საფრანგეთში, პატარა ბავშვებთან მუშაობისას. მათთან მოღვაწეობა ნამდვილი სიხარულის წყაროა. სწავლა აღიქმება როგორც ცოცხალი ძალა, სადაც თამაშს, ცნობისმოყვარეობასა და სიამოვნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება ბევრად სცდება უბრალოდ გაკვეთილის ფარგლებს: ეს არის ფესვების შენარჩუნების გზა და ბუნებრივი ხიდის შექმნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის, რათა თითოეულ ბავშვს დავეხმაროთ ორმაგი კულტურული სიმდიდრისკენ სავალ გზაზე.
« საქართველოში წლების განმავლობაში პროფესიონალ მოცეკვავეს ბევრი არც მიფიქრია, რომ ჩემი გზა ქორეოგრაფიის მიმართულებით გაგრძელებულიყო. დღეს ქართულ ცეკვებს ვასწავლი და ერთდროულად ვქმნით ახალ დადგმებსაც, სადაც მემკვიდრეობა და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის. ამ გზაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა არაერთმა თანამშრომლობამ ცნობილ ხელოვანთან, მათ შორის — Maître Gims-ის სიმღერის „Ninao“-ს ქორეოგრაფიაზე მუშაობამ.
შექმნა, სიახლე და ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მუშაობა არის ის, რაც ყოველდღიურად კვებავს ჩემს საქმიანობას. მიზანი უცვლელია: გადმოვცეთ ქართული ცეკვის ძალა და გავუხსნათ მას ახალი ჰორიზონტები. »
ალეკო ჭაუჭიძე
ეკა ბოდოკია
ნანა კაპანაძე
გიორგი დალაქიშვილი
« ბავშვებთან ყოფნა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩემი როლის მთავარი ნაწილია. მე ვაცილებ მოსწავლეებს შემოსვლისა და გასვლის დროს, ვეხმარები მათ კლასებში განაწილებაში და ვზრუნავ, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ ზედამხედველობის ქვეშ.
ჩემი მოვალეობაა ასევე სხვადასხვა აქტივობების ორგანიზება — მაგალითად, მოგზაურობების ან სხვა ღონისძიებების — განაცხადების მიღება/რეგისტრაცია და ცენტრის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვადასხვა სიების შედგენა.
ჩემი მიზანია შევქმნა უსაფრთხო, ორგანიზებული და დამამშვიდებელი გარემო, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი ოჯახებისთვის. »
მარინა
ანა ჟღენტი
ცირა
მარინა
დაჩი
თამარი
4 წლის ასაკში ცეკვა დავიწყე იმდროინდელ ანსამბლ „ორბში“, რომელიც დღეს „პატარა ვირტუოზების“ სახელით არის ცნობილი. სწორედ ამ ანსამბლში ჩამოვყალიბდი ჩემს თაობასთან ერთად, რომლის ნაწილიც იყო ბექაც. ჩემი მთავარი აღმზრდელი ამ სფეროში გია დავითაშვილი იყო — მან გამიზიარა თავისი ცოდნა და 17 წლის ასაკიდან იმავე ანსამბლში რეპეტიტორ-ქორეოგრაფის პასუხისმგებლობაც დამაკისრა, რასაც 9 წლის განმავლობაში ვასრულებდი.
პარალელურად, 15-დან 18 წლამდე ვცეკვავდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლში, დავით კიკვაძისა და თენგიზ ყურაშვილის ხელმძღვანელობით. 18 წლის ასაკში, გია დავითაშვილის რეკომენდაციით, გადავედი ანსამბლ „სამაიაში“, რომელიც საერთაშორისო სცენაზე „Georgian Legend“-ის სახელით არის ცნობილი და რომელსაც იმ პერიოდში კახა მჭედლიძე ხელმძღვანელობდა. შემდეგ ვმუშაობდი ჭაბუკა ამირანაშვილის მიერ შექმნილ საკლუბო ვერსიაში, მოგვიანებით ანსამბლ „სეუ“-ში კახა დგებუაძის ხელმძღვანელობით, ხოლო ბოლოს — სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ანსამბლ „ნართებში“, გოგიტა თათულაშვილის ხელმძღვანელობით. „პატარა ვირტუოზებიდან“ წასვლის შემდეგ ვასწავლიდი პირველ გიმნაზიაში, ქაშვეთის ეკლესიასთან, სადაც ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი.
მაქვს პატივი ვიყო ასოციაცია ლაზის წევრი 2008 წლიდან. აქ, ჩემი მიდგომა მარტივია: ვიყო იქ, სადაც მეტი საჭიროებაა. თავდაპირველად ასოციაციის შემოქმედებით საქმიანობაში ვმონაწილეობდი სიმღერისა და გიტარის გაკვეთილების მიმართულებით, შემდეგ კი ჩემი როლი ბუნებრივად გაფართოვდა ტექნიკურ და შემოქმედებით მხარეზე.
დღეს ლაზის მუსიკალურ პროექტებში ვმუშაობ ჩანაწერებზე, მიქსზე და ხმის ინჟინერიაზე. ჩემი მიზანია, წვლილი შევიტანო სიმღერების, მუსიკალური ნამუშევრებისა და ასოციაციის შემოქმედებითი პროექტების ხარისხიან ჟღერადობაში. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო კულისებში ხდება, რათა საბოლოო შედეგი იყოს სუფთა, სწორად დაბალანსებული და მაქსიმალურად ერთგული არტისტების შრომისა.
პარალელურად, როგორც ვებ ინჟინერი, ვარ საიტის lazicentre.fr ავტორი. ეს პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში ყალიბდებოდა და რეალური საჭიროებიდან დაიბადა — ლაზის მრავალფეროვანი საქმიანობისთვის უფრო ნათელი, მოწესრიგებული და ღირსეული ონლაინ სივრცის შესაქმნელად. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ეს საიტი სრულფასოვნად იქცეს ცოცხალ, სანდო და განვითარებად ვიტრინად, რომელიც ემსახურება მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ღონისძიებებსა და მთელ ჩვენი კულტურის ხილვადობის გაზრდას.