2024 წლის 24 ნოემბერს ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ ანსამბლი ქალაქ როიანში, საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე, სოლო კონცერტით წარდგა ფრანგი მაყურებლის წინაშე.
კონცერტმა განსაკუთრებული მოწონება და ემოცია გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. ქართული ცეკვისა და მუსიკის წარმოდგენას მაყურებელი დიდი ოვაციებით, აპლოდისმენტებითა და გულთბილი შეფასებებით შეხვდა.
ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ანსამბლს და აღნიშნეს, რომ წარმოდგენამ მოლოდინს გადააჭარბა.
„ლაზისთვის“ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო ქართული კულტურის წარმოსაჩენად და საქართველოს ღირსეულად წარმოსადგენად საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.