2024 წლის 6 ივლისს ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ საშუალო ჯგუფის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ სტუდიაში „ცოდნის მხიარული სამყარო“, სადაც იქმნება საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ემიგრაციაში მცხოვრებ ქართულ სკოლებსა და ბავშვებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს სასწავლო პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სტუდიის საქმიანობასა და იმ შემოქმედებით პროცესს, რომლის საშუალებითაც მზადდება საგანმანათლებლო და შემეცნებითი მასალები ბავშვებისთვის.
„ლაზი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის სტუდიის ხელმძღვანელს ვახტანგ ჯინჯიხაძეს გულთბილი მასპინძლობისთვის და ქართული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის.