2019 წლის 19 აპრილს ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ დაარსებიდან 10 წლის იუბილე საზეიმო საღამოთი აღნიშნა.
პარიზის მე-18 უბნის მერმა Éric Lejoindre დიდი პატივით უმასპინძლა „ლაზს“ Mairie du 18e arrondissement de Paris-ში. საღამოს მრავალი სტუმარი დაესწრო და იუბილარი თბილი სიტყვებით მიულოცა.
ღონისძიება განსაკუთრებულად სასიამოვნო და ემოციურ გარემოში გაიმართა. იუბილის აღნიშვნა კი გაგრძელდა 27 აპრილს ჯგუფ Frani-სა და „ლაზის“ ერთობლივი კონცერტით პარიზში.