პარიზის ქართულ სკოლას სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის აპარატის უფროსი დავით გიორგაძე.
ვიზიტამდე შეხვედრა გაიმართა საქართველოს საელჩოში, სადაც საკვირაო სკოლების მასწავლებლები შეიკრიბნენ. „ლაზის“ სკოლიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნანა კაპანაძე და ნანა ფალავანდიშვილი.
სტუმრებმა სკოლას საჩუქრად გადასცეს საგანმანათლებლო წიგნები, რომლებიც სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება.
„ლაზი“ მადლობას უხდის სტუმრებს ქართული სკოლებისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ელჩს საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილს და თეა ქარჩავას შეხვედრის ორგანიზებისა და თანადგომისთვის.