სასწავლო წლის დასასრულს ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ ლევილის ქართულ მამულში გამართა სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება და მეგობრული პიკნიკი.
მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, ხოლო ღონისძიება გაგრძელდა სასიამოვნო და თბილ გარემოში, სადაც ბავშვებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ერთად აღნიშნეს კიდევ ერთი წარმატებული წლის დასრულება.