ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მონაწილეობდა პარიზის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, Bétonsalon – Centre d'Art et de Recherche გამართულ ქართულ-ფრანგულ კულტურულ კვირეულში.
გელა პატაშურის ხელმძღვანელობით წარმოდგენილი იყო პერფორმანსი, რომელიც ხელოვნების, პოლიტიკისა და იდენტობის თემებს ეხებოდა. პროგრამა ასევე მოიცავდა დისკუსიებს კავკასიურ ენებზე, ხოლო ღონისძიება ქართული ღვინითა და ტრადიციული კერძებით დასრულდა.