ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ 2024 წელს დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა. წლის განმავლობაში გამართული არაერთი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა.
სასწავლო წლის დასკვნით ღონისძიებად გაიმართა „ლაზის“ საიუბილეო სოლო კონცერტი, რომელმაც მაყურებელს მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული პროგრამა შესთავაზა. საღამოში მონაწილეობდნენ ცენტრის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, რომლებმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს ქართული კულტურის, ცეკვისა და სიმღერის მნიშვნელობა ემიგრაციაში მცხოვრები ქართული საზოგადოებისათვის.
საიუბილეო ღონისძიებამ განსაკუთრებული ემოციებითა და თბილი ატმოსფეროთი ჩაიარა და „ლაზის“ 15-წლიანი საქმიანობის მნიშვნელოვანი ეტაპი შეაჯამა.