2019 წლის 27 აპრილს ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ პარიზში, Saint-Germain-des-Prés-ის დიდ საკონცერტო დარბაზში, დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა.
საიუბილეო საღამოში მონაწილეობდა საქართველოდან მოწვეული მუსიკალური ჯგუფი Frani. ღონისძიება განსაკუთრებულად თბილ და ემოციურ გარემოში გაიმართა.
„ლაზი“ გულითად მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ 10 წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ცენტრის განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.