2022 წლის 22 მაისს ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდა კულტურებისა და ენების დიდ გალა-ფესტივალში, რომელიც პარიზის რეგიონში, ქალაქ კოლომბის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
ფესტივალი სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის წარმომადგენლებს აერთიანებდა და განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, დინამიკური პროგრამითა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო ატმოსფეროთი გამოირჩეოდა.
„ლაზის“ ანსამბლმა მაყურებელს ქართული ცეკვის პროგრამა წარუდგინა და ქართული კულტურა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ღირსეულად წარმოაჩინა.