2022 წლის 3–4 სექტემბერს ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ ცეკვის ანსამბლი მონაწილეობდა პარიზში, ტროკადეროს ბაღში გამართულ გასტრონომიის საერთაშორისო ფესტივალის მეხუთე გამოცემაში.
ფესტივალმა სხვადასხვა ქვეყნის კულტურული და კულინარიული ტრადიციები გააერთიანა, ხოლო „ლაზის“ მოცეკვავეებმა ქართული ცეკვის პროგრამა წარადგინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
საღამოს განსაკუთრებული მუსიკალური განწყობა შესძინა ანასტასია გოგიჩაიშვილის შესრულებამ, რომელმაც ქართული სიმღერები წარადგინა.