2019 წლის 30 მარტს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა რიგით მე-17 კულტურის ფესტივალში, რომელიც გაიმართა Yerres-ში.
ფესტივალის ფარგლებში „ლაზმა“ მაყურებელს წარუდგინა ქართული კულტურისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი პროგრამა — ქართული ცეკვები და სიმღერები, მე-19 საუკუნის ფრანგი მოგზაურების მიერ საქართველოში გადაღებული ფოტოების გამოფენა, ასევე კონფერენცია საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ.