2019 წლის 13 დეკემბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, ორგანიზაცია Art Music Georgia e. V.-ის ორგანიზებით გაიმართა კონცერტი „Folk Meets Blues“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ ცეკვის ანსამბლმა.
კონცერტი ქართული ფოლკლორის, ცეკვისა და თანამედროვე ინსტრუმენტულ-ვოკალური ჟანრების სინთეზს წარმოადგენდა.
სცენაზე „ლაზთან“ ერთად წარდგნენ თბილისის გალობის უნივერსიტეტის გუნდი, ნათია თოდუა და ბენდი „Geotrain“.
„ლაზი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის ანა ნანუაშვილს, ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს ამ ლამაზი და წარმატებული პროექტისთვის.