2018 წლის 27–28 ოქტომბერს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მონაწილეობდა მეორე ინტერ-დიასპორულ ფესტივალში.
27 ოქტომბერს გაიმართა „ლაზი“-სა და განათლების ცენტრი „კავკასია“-ს საქმიანობის პრეზენტაციები და მეგობრული შეხვედრები.
28 ოქტომბერს კი ათენის ისტორიულ კინო-თეატრ „Alkyonis Cinema“-ში გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ საფრანგეთსა და საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის II და III თაობის წარმომადგენლები.
ფესტივალი მიეძღვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს და მისი პატრონაჟი განხორციელდა UNESCO-ს ხელოვნების, ლიტერატურისა და მეცნიერების ასოციაციის მხარდაჭერით.