როგორც ყოველი წლის შემოდგომას, ქართველთა კულტურის კერა „ლაზიმ“ წელსაც მიიღო მონაწილეობა პარიზის მონმარტრის რთველის დღესასწაულში.
2024 წლის 12 ოქტომბერს „ლაზი“ უკვე მეთხუთმეტედ წარდგა ამ ტრადიციულ და მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებაზე, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს პარიზის სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფებს.
მონმარტრის რთველის ფესტივალი პარიზის ერთ-ერთი გამორჩეული კულტურული ღონისძიებაა, სადაც „ლაზი“ ქართული ცეკვისა და კულტურის წარმოჩენით უკვე მრავალი წელია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.