2019 წლის 12 ოქტომბერს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ უკვე მე-10ედ მონაწილეობდა პარიზში, მონმარტრის ტრადიციულ რთველის დღესასწაულში.
ფესტივალი, რომელიც წელს 86-ედ გაიმართა, „ფერების დღესასწაულის“ თემას ეძღვნებოდა. ამ განსაკუთრებული კონცეფციის ფარგლებში მონმარტრის კიბეები ფერადი დეკორაციებით მოირთო, ხოლო ქალაქის ქუჩები მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობდა.
მონმარტრის რთველი ხუთდღიანი ფესტივალია და მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი გრანდიოზული მსვლელობაა, რომელშიც ქართული ეროვნული სამოსით წარმოდგენილი „ლაზი“ უკვე მრავალი წელია განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს.