2020 წლის 16 იანვარს პარიზის მე-18 უბნის მერიაში გაიმართა საახალწლო მილოცვის ოფიციალური ცერემონია, სადაც ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდა.
საღამოს ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „ლაზის“ მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული სამზარეულო და გაცნობოდნენ ქართულ კულტურას.
„ლაზი“ მადლობას უხდის პარიზის მე-18 უბნის მერიასა და ორგანიზატორებს მოწვევისა და მხარდაჭერისთვის.