2024 წლის 8 სექტემბერს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ პარიზის მე-18 უბნის მერიის მოწვევით მონაწილეობდა პარაოლიმპიური თამაშების დასკვნით ღონისძიებებში, კულტურულ-შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიების დროს ანსამბლმა და ქორეოგრაფებმა მაყურებელს წარუდგინეს ქართული ცეკვის კონცერტი და სპეციალური პერფორმანსი, რომელიც ქართული ქორეოგრაფიის ელემენტების გაცნობასა და შესწავლას მოიცავდა.
„ლაზი“ ამაყობს, რომ პარიზის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილი გახდა და ქართული კულტურის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცა საერთაშორისო გარემოში.
განსაკუთრებული მადლობა პარიზის მე-18 უბნის მერიას ნდობისა და მხარდაჭერისთვის.