2026 წლის 16-დან 21 ოქტომბრამდე, ასოციაცია ლაზი საქართველოში გაემგზავრება თავისი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლთან ერთად.
ის ამ პროექტის ფარგლებში, საზაფხულო თეატრის სცენაზე წარდგება კონცერტით, რომელიც საქართველოში მეგობარი ცეკვის ანსამბლის მონაწილეობით გაიმართება. ეს მნიშვნელოვანი საფეხური იქნება ჩვენი ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ექნებათ პატივი თავიანთი შრომა ქართველ მაყურებელს წარუდგინონ — საკუთარ სამშობლოში - იქიდან, საიდანაც მათი ოჯახები მოდიან.
ეს პროექტი ასევე დაეხმარება დიასპორაში მცხოვრებ ახალგაზრდებს საქართველოსთან კავშირის გაძლიერებაში, ადგილობრივ ახალგაზრდა ხელოვნებთან შეხვედრასა და საერთო კულტურული გამოცდილების გაზიარებაში.
კონცერტის გარდა, მოგზაურობა მოიცავს აჭარის კულტურულ-შემეცნებით პროგრამას, ბათუმისა და მისი მნიშვნელოვანი ადგილების მონახულებით: ბულვარი, ევროპის მოედანი, ალი და ნინოს ქანდაკება, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, მახუნცეთის ჩანჩქერი და რეგიონის სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები.