პარიზის მერიის ახალი კულტურული ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა სეზონზე პარიზის პარკებში გაიმართება საზეიმო და კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ქალაქის მრავალფეროვან კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო გაამდიდრებს.
ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ პროექტის განხორციელება საკუთარი ინიციატივით დაიწყო პარიზის მე-17 უბნიდან, სადაც მდებარეობს საქართველოს საელჩო საფრანგეთში. აღნიშნული ღონისძიება საელჩოს პატივსაცემად და ქართული კულტურის წარმოსაჩენად გაიმართა.