მონმარტრის რთველის დღესასწაული პარიზის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ფერადი კულტურული ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურულ ჯგუფებსა და სტუმრებს ქალაქის გულში.
როგორც ყოველ წელს, ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ წელსაც მონაწილეობდა ფესტივალში და განსაკუთრებული სიამაყით წარმოაჩინა ქართული კულტურა. ქართული სამოსითა და დროშებით წარმოდგენილმა მონაწილეებმა პარიზის ქუჩებში საზეიმო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
მონმარტრის რთველის დღესასწაული „ლაზისთვის“ უკვე მრავალწლიანი ტრადიცია და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.