2022 წლის 8 ოქტომბერს ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ მონაწილეობა მიიღო მონმარტრის რთველის ტრადიციულ დღესასწაულსა და აღლუმში, რომელიც ყოველწლიურად იმართება პარიზის მე-18 უბანში.
როგორც ყოველ წელს, ქართული დელეგაცია ეროვნულ სამოსში გამოწყობილი შეუერთდა ფესტივალის მსვლელობას, რომელიც მონმარტრის ვენახებიდან დაიწყო და პარიზის მე-18 უბნის მერიასთან დასრულდა.
მონმარტრის რთველის დღესასწაული პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანახაობრივი კულტურული ფესტივალია, სადაც „ლაზი“ უკვე მრავალი წელია სიამაყით წარმოადგენს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.