2016 წლის 23 იანვარს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მონაწილეობდა ღონისძიებაში „მოქალაქის ფილმის დღე“, რომელიც პარიზის მე-18 უბანში, Halle Pajol-ში გაიმართა.
ღონისძიება აერთიანებდა ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებსა და სხვადასხვა კულტურულ აქტივობებს. „ლაზმა“ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ქართული ტრადიციული ცეკვები და კიდევ ერთხელ გააცნო ქართული კულტურა ფართო აუდიტორიას.
დიდი მადლობა ორგანიზატორებს მოწვევისა და თანამშრომლობისთვის.