საქართველო-საფრანგეთის კულტურის დღეების ფარგლებში, 19 მაისს გაიმართა საფრანგეთში მცხოვრები მწერლისა და ესეისტის, პაატა ქურდაძის ახალი წიგნის„ანტიდოტი“პრეზენტაცია. ასევე, მხატვარმა და მწერალმა გელა პატიაშვილმა წარმოადგინა თავისი მოთხრობების ბოლო კრებული„პოლკოვნიკის 40 დღე“. ქალბატონმა ეკატერინე სირაძე-დელონემ ხაზი გაუსვა ავტორების მიერ წარმოდგენილი თემების მნიშვნელობასა და აქტუალურობას. მან მადლობა გადაუხადა მწერლებს და საღამოს ორგანიზატორებს თბილი და საინტერესო შეხვედრისთვის.