14 სექტემბერს პარიზის მე-18 უბანში გაიმართა ასოციაციების ყოველწლიური ფორუმი, სადაც ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ ტრადიციულად წარადგინა ცენტრის საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები.
ფორუმის ფარგლებში „ლაზის“ ანსამბლმა ქართული ცეკვები შეასრულა.
ღონისძიებას ესწრებოდა პარიზის მე-18 უბნის მერი Éric Lejoindre, რომელმაც ქართველ საზოგადოებას ახალი სეზონის დაწყება მიულოცა და საინტერესო და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.