2017 წელს ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ როგორც ყოველ წელს, კვლავ მონაწილეობდა მონმარტრის რთველის დღესასწაულში პარიზში.
ეს ცნობილი დღესასწაული აერთიანებს მრავალ მონაწილეს და წარმოაჩენს მონმარტრის კულტურულ ტრადიციებს. „ლაზმა“ ამ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ წარმოადგინა ქართული კულტურა ცეკვისა და სიმღერის საშუალებით.