ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ მონაწილეობა მიიღო 2013 წელს მონმარტრში გამართულ ყოველწლიურ რთველის ფესტივალში, რომელიც პარიზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა.
საზეიმო მსვლელობაში „ლაზთან“ ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა პროფესიული გილდიები, სახელოსნოები და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ასოციაციები. ქართული ეროვნული სამოსით წარმოდგენილმა „ლაზის“ წევრებმა ღირსეულად წარმოაჩინეს საქართველოს კულტურა და ტრადიციები მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე.