2020 წლის 18 იანვარს ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დღესასწაულში.
ანსამბლმა ღონისძიებაზე ქართული ცეკვები წარადგინა და დღესასწაულს განსაკუთრებული სითბო და ქართული კულტურის ატმოსფერო შესძინა.
„ლაზი“ მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და მამა არჩილ დავრიჩაშვილს მოწვევისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისა და მხარდაჭერისთვის.