2019 წლის 12 იანვარს პარიზში გაიმართა წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“.
„ლაზის“ მოცეკვავეებმა და მომღერლებმა ღონისძიება ქართული ცეკვებითა და სიმღერებით გაალამაზეს და დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული განწყობა შეუქმნეს.
„ლაზი“ მადლობას უხდის ორგანიზატორებსა და სტუმრებს თბილი მიღებისა და მხარდაჭერისთვის.