2023 წლის 15 აპრილს პარიზის ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა „ლაზმა“ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართა სტუდია „ბასტი-ბუბუსთან“ ერთად, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა პარიზში.
ღონისძიება განსაკუთრებული სითბოთი, ემოციებითა და ბავშვების ერთობლივი შემოქმედებითი ენერგიით გამოირჩეოდა. პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა დიდი სიყვარულით მიიღეს საქართველოდან ჩამოსული თანატოლები და ერთად გაატარეს დაუვიწყარი დღე როგორც სცენაზე, ისე კულისებში.
პროექტი რამდენიმე თვის ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო და ქართული ენის, კულტურისა და ახალგაზრდების ურთიერთობის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს.
„ლაზი“ განსაკუთრებულ მადლობას უხდის სტუდია „ბასტი-ბუბუს“ ორგანიზატორებს ამ წარმატებული თანამშრომლობისა და ლამაზი კულტურული დღისათვის.