2024–2025 სასწავლო წლის ფარგლებში ქართველთა კულტურის კერა „ლაზმა“ მონაწილეობა მიიღო მერიის მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღეში, რომელიც იმ კულტურულ-სპორტულ სივრცეში გაიმართა, სადაც წლის განმავლობაში სხვადასხვა ასოციაცია ახორციელებდა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს.
ღონისძიებას ესწრებოდა Éric Lejoindre, რომელმაც მონაწილე ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა მრავალფეროვნების ხელშეწყობისა და პარიზის მე-18 უბნის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „ლაზის“ პატარა მოცეკვავეები და ახალი უფროსი ჯგუფი.