მერის საახალწლო მილოცვის ცერემონია
ეს არის წლის მთავარი ღონისძიება პარიზის მერიებში. მერი იწვევს ადგილობრივ მოსახლეობას, არჩეულ წარმომადგენლებს და უბნის ასოციაციებს, რათა წარადგინოს პროექტები, შეაჯამოს გაწეული სამუშაო და გაატაროს სასიამოვნო დრო, იქ წარმოდგენილ პუბლიკასთან.
ჩვენი ასოციაცია მოწვეული იყო და ამავე დროს დაევალა, რათა ამ განსაკუთრებული ღონისძიების ფარგლებში ქართული სამზარეულო წარედგინა. საღამო გაიმართა ძალიან სასიამოვნო და თბილ გარემოში. დამსწრეებმა განსაკუთრებით დააფასეს ქართული გასტრონომია და ჩვენ მივიღეთ მრავალი დადებითი შეფასება და ქება მონაწილეთა მხრიდან.