2019 წლის 30 ივნისს პარიზის ქართული ცეკვის ანსამბლი „ლაზი“ მონაწილეობდა გალა-კონცერტში „კულტურისა და ენების ფესტივალი“, რომელიც გაიმართა Cité des Sciences et de l'Industrie-ის დიდ საკონცერტო დარბაზში.
ფესტივალმა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი კულტურა ცეკვის, მუსიკისა და პოეზიის საშუალებით.
„ლაზის“ მოცეკვავეებმა კიდევ ერთხელ ღირსეულად წარმოადგინეს ქართული კულტურა და ქართული ქორეოგრაფია პარიზის საერთაშორისო სცენაზე.
„ლაზი“ მადლობას უხდის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორებს, განსაკუთრებით Association Artem&C-ს და ქალბატონ Kahriman-ს ამ მნიშვნელოვანი კულტურული პროექტისთვის.