2015 წლის ოქტომბერში ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მონაწილეობდა მონმარტრის ტრადიციულ რთველის დღესასწაულში პარიზში.
როგორც ყოველ წელს, „ლაზის“ წევრებმა ქართული ეროვნული სამოსითა და სადღესასწაულო განწყობით ღირსეულად წარმოადგინეს საქართველო ამ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაზე.
დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და პარიზის მე-18 უბნის მერიას მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.