ქართველთა კულტურის კერა „ლაზის“ ანსამბლმა სეზონის ბოლო გასვლითი ღონისძიება ბელგიაში, საერთაშორისო ფესტივალზე „მსოფლიოს ბავშვები ცეკვავენ 2023“ გამართა.
ფესტივალმა სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მონაწილეები გააერთიანა და კიდევ ერთხელ შექმნა კულტურული გაცვლისა და მეგობრობის განსაკუთრებული გარემო. „ლაზის“ მოცეკვავეებმა ქართული ცეკვის პროგრამა წარადგინეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სეზონის წარმატებული დასრულების შემდეგ, „ლაზის“ გუნდი ახალი სასწავლო და შემოქმედებითი სეზონის დაწყებას დიდი მოტივაციითა და მოლოდინით ხვდება.